მიმოხილვა

მაისი 17, 2016

“გულის ელექსირით” დაინტერესდნენ ცნობილი ამერიკელი გულის ექიმები

რამდენიმე წლის წინ “გულის ელექსირით” ექვსთვიანი გაძლიერებული მკურნალობის კურსმა საზღვარგარეთ მცხოვრები ოთხი წლის ბიჭი გულის ურთულესი ოპერაციისაგან გადაარჩინა. პატარა პაციენტის ასაკის გამო შვეიცარიელი გულის ქირურგები ვერ ბედავდნენ გულის სარქველებზე ოპერაციის გაკეთებას, რომლის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიჭი გარკვეული ასაკისა გახდებოდა. “გულის ელექსირის” წყალობით ბავშვს ოპერაცია აღარ დასჭირდა. ასე რომ, ამ საშუალებას უკვე შეუძლია დაეხმაროს ბევრ ავადმყოფს. “გულის ელექსირი” არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა “ჯი-პი-სი”-ს, “სახალხო აფთიაქის” ქსელში, რითაც საქართველოს მოსახლეობას მიეცა იშვიათი შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს გულთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ვესაუბრებით სამკურნალო საშუალების ერთ-ერთ ავტორს, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრს, გარემოდაცვით მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და “ლაზიკა-ფარმას” ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ექიმ-ჰომეოპატ კახა საბახტარიშვილს.

 

ბატონო კახა, იქნებ გაგვიზიაროთ “გული ელექსირის” წარმატების საიდუმლო?
– ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ გაგიმჟღავნებთ. თუმცა ვიტყვი, რომ მანამ, სანამ ჩვენი კომპანია “ლაზიკა-ფარმა” ამ ბუნებრივი გულის საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციას განახორციელებდა, მე ჩემს თანაავტორთან, ექიმ სოფიკო მარგალიტაშვილთან ერთად თითქმის ათი წელი ვაკვირდებოდით მის სამკურნალო თვისებებს – მრავალი ავადმყოფი მრავალი წელი გადიოდა მკურნალობის კურსს ჩვენთან.
გთხოვთ დააზუსტოთ, რა მოქმედება აქვსგულის ელექსირს”?
– ის აფართოებს სისხლძარღვებს, ხსნის კრუნჩხვებს, კვებავს გულის კუნთს, აწესრიგებს წნევას, მოქმედებს დამამშვიდებლად. მთავარი ის არის, რომ “გულის ელექსირს” არა აქვს არავითარი გვერდითი მოვლენები, არ იწვევს მიჩვევას, და ხშირად ცვლის ძვირადღირებულ გულის წამლებს. გარდა ამისა, ელექსირი იცავს გულს ინფარქტისაგან. ის შესანიშნავ შედეგს იძლევა იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს გულის შუნტირების ოპერაცია. აღმოჩნდა კიდევ ერთი ძალზე საინტერესო გარემოება: ავადმყოფები ექიმის დანიშნულ გულის ქიმიურ წამლებთნ ერთად იღებდნენ “გულის ელექსირს”, და გარკვეული დროის შემდეგ აღარ სჭირდებოდათ წამლის მიღება იმავე სიშირით და იმავე დოზებით. მკურნალობის შედეგიანობა იზრდებოდა განუზომლად მოკლე დროში.
მაგრამ თქვენ ლაპარაკობთ თითქმის წარმოუდგენელ მოვლენაზე!.. ნუთუ იქ, სადაც ჩვეულებრივი მედიცინა უძლურია და ერთადერთი საშუალება ოპერაციაა, გულის კუნთის გაძლიერება შესაძლებელია “გულის ელექსირის” საშუალებით?
– ერთი მხრივ, მედიცინაში 30 წლიანი მუშაობის გამოცდილებამ და, მეორე მხრივ, ჰომეოპათიური მედიცინის საფუძვლებისა და შესაძლებლობების მეცნიერულმა შესწავლამ საშუალება მოგვცა დავრწმუნებულიყავით: შემთხვევითი ვარაა, რომ დიდ ბრიტანეთში, ამ კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი სიახლე ინერგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მოქმედებას მრავალჯერ გამოსცდიან, ჰომეოპათიური მედიცინა აღიარებულია ოფიციალური მედიცინის შემადგენელ ნაწილად და ჰომეოპათიას დიდი ბრიტანეთის დედოფალი მფარველობს.
ზოგჯერ ჰომეოპათიურ მედიცინას შეუძლია სასწაული მოახდინოს იქ, სადაც ოფიციალური მედიცინის შესაძლებლობები ამოწურულია. “გულის ელექსირის” მომხმარებლები არიან ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. პროფესორი შოთა ჩხეიძე, ნატოს ექსპერტი საქართველოში, რომელსაც ხშირად უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნა, სწორედ ამერიკელი სპეციალისტების შეფასებაზე დაყრდნობით იღებს აღნიშნულ ჰომეოპათიურ საშუალებას. პროფესორი შოთა ჩხეიძე: “მე ბავშვებთან ერთად თითქმის ყოველ წელს მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოწინავე სამედიცინო ცენტრებში ვიტარებ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს. რამდენიმე წელია ვიღებგულის ელექსირს”. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ საქართველოში შექმნილი ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალებაგულის ელექსირიჰომეოპათიურ ბუნებრივ გულის საშუალებებს შორის გამორჩეულია თავისი შედეგიანობით. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანმა გულის ექიმებმა მითხრეს, რომ, 75 წლის ადამიანის გულის კუნთის მიოციტების მდგომარეობა 35-44 წლის ჯანმრთელი ადამიანის გულის მახასიათებლების ტოლფასი ხდება.
ცნობილი მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მოკლედ თქვა: “მე უკვე 80 წელს გადავცდი. “გულის ელექსირისწყალობითჩემი გული არ ბერდება. მადლობას ვუხდი ბატონ კახას ასეთი სასწაულის შექმნისათვის!” 
P.შ. “ლაზიკა-ფარმას” წარმოების უნიკალური საშუალებების – “გულის ელექსირის”, აგრეთვე “მამისილოს” (ქალურ დაავადებათა უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალების) შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება “ჯი-პი-სი”-ს, “სახალხო აფთიაქის” ,,ავერსის „ ,,ფარმადეპოსი“ ქსელში და სხვაგან.

 

The Nick Page on

 

რეცენზია