მიმოხილვა

სექტემბერი 12, 2016

ჰაიმორიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი

თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ სურდო, ამ დროს ცხვირი ერთხელ მაინც ძლიერად მოგიწმენდიათ ან დაცემინება ერთხელ მაინც შეგიკავებიათ, შეიძლება, თქვენც შეგაწუხოთ ჰაიმორიტმა, რომლის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს დღეს ქართველი მკვლევარი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი გვასწავლის.

– რა არის ჰაიმორიტი?
– დავიწყოთ იმით, რომ ჰაიმორიტი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ჩვენი ორგანიზმი გამჭვირვალე რომ იყოს, ბევრი ჩვენგანი ჰაიმორის წიაღებში და შუბლის ძვლის ქვეშ ერთ-ორ ჭიქა ჩირქს მაინც დაინახავდა, რომლის არსებობის შესახებ, შესაძლოა, წარმოდგენაც კი არ ჰქონოდა და ვერც კი ეფიქრა, რომ ხშირი თავის ტკივილი, ყნოსვის, სმენის, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება, გაუწონასწორებელი ფსიქიკა სწორედ თავის შიგნით დაგროვილ ჩირქთან არის დაკავშირებული.

– რატომ ამტკიცებთ, რომ ჰაიმორიტი თითქმის ყველა ადამიანს აქვს?
– ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაციებულა, არ ჰქონია სურდო, ცხვირიდან გამონადენი. ასევე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ დროს ცხვირი ერთხელ მაინც ძლიერად არ მოუწმენდია ან, საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესებიდან გამომდინარე, დაცემინება ერთხელ მაინც არ შეუკავებია. ყოველი ასეთი მოქმედება იწვევს გაციების დროს წარმოქმნილი ლორწოს გამონადენის მოხვედრას ჰაიმორისა და შუბლის ძვლის წიაღებში. ეს ლორწო ადამიანის გამოჯანმრთელების კვალდაკვალ, ნაწილობრივ გარეთ გამოდის, მაგრამ მისი გარკვეული ფენა თავის ქალის ძვლებს შორის მაინც რჩება, რომელიც თხევადი მდგომარეობიდან თანდათან მყარ მდგომარეობაში – ქსეროგელში გადადის და ქმნის მყარ ქერქს. ასეთი ქერქები მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. ყოველი ამის შემდეგ კი თავის ქალას ძვლების შიგნით არსებული ღრუები მთლიანად მყარი მასით ივსება. თავიდან ეს მასა წყნარად „ზის“, მაგრამ ის ამავე დროს შესანიშნავ ნიადაგს წარმოადგენს პათოგენური მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. საკმარისია ხელშემწყობი პირობების წარმოშობა (გაციება, გადაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.), რომ ეს მიკროორგანიზმები მაშინვე გააქტიურდება და წარმოქმნის სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც მხედველობაზე, სმენაზე, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ამ პირობებში აზრი არ აქვს, ვუმკურნალოთ შესაბამის დაავადებას, თუკი ამ დაავადების მიზეზს – ჩირქსა და ლორწოს გარეთ არ გამოვდევნით. ამიტომ აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, რომელიც შეატყობს, რომ სმენა დაუქვეითდა, მხედველობა გაუუარესდა, მეხსიერება დაუქვეითდა, ფსიქიკა დაერღვა, ან თავის ტკივილი აწუხებს, ჰაიმორისა და შუბლის ძვლის ქვეშ მდებარე წიაღები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.

– როგორ ვუმკურნალოთ ჰაიმორიტს გაწმენდის გზით?
– გაწმენდის მეთოდიკა შედგება სამი ეტაპისგან: დარბილება, გახსნა და გამოდევნა. რადგანაც ორგანიზმიდან გამოსადევნი გვაქვს მყარი ქსეროგელური მასა, ის, ცხადია, ძნელად ხსნადი მდგომარეობიდან ადვილად ხსნად მდგომარეობაში უნდა გადავიყვანოთ. ამისთვის უნდა ჩავატაროთ დარბილების ადგილობრივი პროცედურა, რომელიც ხორციელდება თავის აბაზანითა და თავის ორთქლით დამუშავებით.
თავის აბაზანის პროცედურისას ვიღებთ ორ თასს, ერთს ავავსებთ თბილი წყლით, ხოლო მეორეს – ოთახის ტემპერატურის წყლით.
პირველ თასში ჩავყოფთ თავს 5-7 წუთით – ისე, რომ წყალში თავის მხოლოდ თმიანი ნაწილი იყოს მოქცეული, შემდეგ სწრაფად 15-30 წამით ჩავყოფთ თავს ოთახის ტემპერატურის წყალში.
ასე გავიმეორებთ 2-3 -ჯერ.
პროცედურის ბოლოს თავს კარგად გავიმშრალებთ და დავრჩებით თბილ შენობაში.
პროცედურა უნდა ჩავატაროთ კვირაში 2-3-ჯერ, სასურველი შედეგის მიღწევამდე. ეს პროცედურა, ასევე, ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელ, ელასტიკურ მდგომარეობაში შენარჩუნებას და ამაგრებს თმის ძირებს.
თვალის სისხლძარღვები რომ არ დაზიანდეს, არ შეიძლება წყალში სახის ჩაყოფა.
ახლა რაც შეეხება თავის ორთქლით დამუშავების პროცედურას…
თავის ორთქლით დამუშავებისას ვდგამთ ორ სკამს, მაღალზე ვჯდებით, ხოლო დაბალზე ვათავსებთ ჭურჭელს, რომლიდანაც ორთქლი ამოდის. ორთქლის წყარო შეიძლება იყოს უბრალო მდუღარე წყალი, ან ახლახან კანიანად მოხარშული კარტოფილის ნახარში. სასურველია, თუ ორივე შემთხვევაში ორთქლის წყაროს 1 ს.კ. დაფქულ კამას დავუმატებთ, რადგან კამაში შემავალი ეთერზეთები ყველაზე კარგი გამხსნელია.
გავშიშვლდებით წელს ზემოთ, შემოვიხვევთ შალის გადასაფარებელს, დავხუჭავთ თვალებს, გავაღებთ პირს და ორთქლის ნაკადს თავისკენ მივმართავთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია.
კვირაში 2-3 პროცედურაზე მეტის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.
შემდეგ სასურველია გრილი აბაზანის მიღება, თმის დასველების გარეშე, 10-30 წამის განმავლობაში.
შემდეგ გასახურებლად კარგია ინტენსიური მოძრაობები ტანის კარგად შემშრალება და თბილად ჩაცმა.

– ჰაიმორიტის სამკურნალოდ საკმარისია ზემოხსენებული პროცედურების ჩატარება?
– ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჰაიმორის ღრუს გაწმენდას. მას შემდეგ, რაც შუბლის ძვლის ქვეშ და ჰაიმორის ღრუში მოთავსებულ ქერქოვან მასას თავის წყლიანი აბაზანითა და ორთქლით დამუშავებით, ან ორივე ხერხით ერთად დავარბილებთ, საჭიროა ამ ლორწოს დამატებითი გახსნა, რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
ავიღებთ ლიტრიან ქილას, რომელსაც 1/3 ან 1/4 მოცულობამდე შევავსებთ პიტნის, თამბაქოსა და ევკალიპტის მშრალი ნარევით, ზემოდან დავასხამთ ზეითუნის ზეთს და ნარევს ბნელ ადგილას შევინახავთ მანამ, სანამ მწვანე ან ყავისფერი არ გახდება.
ზემოაღნიშნულ მცენარეებში დიდი რაოდენობითაა ეთერზეთები, რომლებიც ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ადენოიდის, ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად თავის არეში დაგროვილი მყარი, მავნე ნივთიერებების კარგ გახსნას განაპირობებს.
მას შემდეგ, რაც ხელთ გვექნება ზეითუნის ზეთზე დაყენებული ზემოაღნიშნული მცენარეული ნარევი, დავწვებით, თავს გადავწევთ – ისე, რომ ცხვირის ნესტოები ზევით იყოს მიმართული და თითო ნესტოში 20-25 წვეთ ხსნარს ჩავუშვებთ. ჩაწვეთების შემდეგ იმავე მდგომარეობაში დავრჩებით 3-5 წუთით.
ჩაწვეთება რეკომენდებულია დილით, ან საღამოს, ძილის წინ.
თუ შუა ყურის ანთება გვაქვს, 2-3 წვეთი ხსნარი ყურშიც ჩავიწვეთოთ და შემდეგ ბამბა ჩავიდოთ.
თუ ყველაფერს სწორად შევასრულებთ, ცხვირიდან ლორწო, ჩირქი და მავნე ნივთიერებები დაიწყებს დენას.
ჰაიმორის ღრუ და შუბლის ძვლის ქვეშ არსებული წიაღები გაიწმინდება და ჰაიმორიტი აღარ შეგვაწუხებს!

რეცენზია