მიმოხილვა

ივლისი 10, 2016

ჰომეოპათიის უპირატესობებზე

IMG_1718

ჰომეოპათიის უპირატესობებსა და მკურნალობის მეთოდებზე ცნობილი ექიმი ჰომეოპათი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი გვესაუბრება.

– ბატონო კახა, რა არის ჰომეოპათია და რა პრიორიტეტები აქვს მას ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით?
– ჰომეოპათია მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა და ბოლო დროს მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, მაგალითად, ინდოეთში ექიმების 50% სწორედ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდებს იყენებს, გერმანიაში – 25%, დიდ ბრიტანეთში – 40%. ინგლისის დედოფალი და მთელი სამეფო ოჯახი მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობენ.

– რა არის ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი?
– ძირითადი პრინციპი ასეთია: მსგავსი იკურნება მსგავსით, ოღონდ – უმცირესი დოზით. ჰომეოპათიურ პრეპარატებში გამოიყენება როგორც მცენარეული წარმოშობის საშუალებები, ასევე მინერალები და სხვადასხვაგვარი შხამი. გააჩნია, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. მთავარი მნიშვნელობა დოზებს აქვს. ჰომეოპათიურ წამლებს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, წინარე ჩვენებები, მიჩვევის ეფექტი და, ფაქტობრივად, მკურნალობის ნებისმიერ საშუალებასთანაა შეთავსებადი.
საერთოდ, ბოლო პერიოდში მედიცინა თითქოს ვითარდება, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს – ის ადამიანს ერთ მთლიანობად არ აღიქვამს და მხოლოდ ცალკეულ ორგანოებს მკურნალობს. ხშირად გაგიგონიათ, ალბათ, ტერმინი – ნაღვლიანი ადამიანი, გულზე ნაღველი შემომაწვაო. ეს შემთხვევითი როდია. ასეთ ადამიანებს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ექიმები კი მას გულსა და ნევროზზე მკურნალობენ. სინამდვილეში კი ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს, დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება. როგორ ფიქრობთ, როგორ სჯობია – ადამიანი მთლიანობაში აღვიქვათ თუ ცალ-ცალკე? ამითაა ჰომეოპათია პრიორიტეტული. იგი ადამიანს სწორედ მთლიანობაში აღიქვამს.

– პაციენტები ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაკითხავენ?
– ჰომეოპათიას ძალიან კარგი შედეგები აქვს ჩიყვის მკურნალობის კუთხით. ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა ამერიკელი მეცნიერის მერფის წიგნი, სადაც წერს: ვთქვათ, პაციენტს აღმოაჩნდა ჩიყვი, ექიმები მას ჰორმონულ პრეპარატს უნიშნავენ, რისი წყალობითაც თითქოს ყველა მაჩვენებელი სწორდება, მაგრამ ამ დროს თავის ტვინი არასწორ სიგნალს იღებს და დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას ვერ ახდენს და ხდება არა ჯირკვლის შემცირება, არამედ მისი ატროფია. ამიტომ ჰომეოპათიური მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. ასევე, კარგი შედეგები გვაქვს გლანდების, მასტოპათიების, ფიბრომების მკურნალობისას.
ჰომეოპათიას, ასევე, კარგი შედეგები აქვს სიმსივნეების მკურნალობისას. წლების წინათ ბედნიერება მქონდა, ბატონ ალექსანდრე გაჩეჩილაძესთან „კატრექსის“ ლაბორატორიაში მემუშავა, სადაც სამეცნიერო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. გაჩეჩილაძემ დიდი კვლევისა და სამეცნიერო მუშაობის შედეგად, ზვიგენის ღვიძლისგან უნიკალური პრეპარატი „კატრექსი“ შექმნა, რომელსაც არაჩვეულებრივი თვისებები ჰქონდა. ამჟამად ეს პრეპარატი აღარ არსებობს, თუმცა მისი რაღაც ნაწილი, უფრო სწორად – სქემები, პრეპარატ „მამოსილის“ შექმნისას გამოვიყენე.

– ბატონო კახა, ზემოთ ახსენეთ, რომ ჰომეოპათიურ პრეპარატებს მცენარეებისგანაც ამზადებთ, მაინც რომელი მცენარეებია ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო?

– მათი ჩამონათვალი 70-მდეა, მაგრამ მე რამდენიმეს დაგისახელებთ.
ოროვანდის ფესვებიდან დავიწყოთ, რომელიც გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ.
ასევე კალანჰოე – ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს სასწაული ეფექტი აქვს.
გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან კარგია შტოშის წვენი. მას აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი. შტოში ასევე ამაღლებს იმუნიტეტს.
მე ახლა ჩამოგითვალეთ უძველესი რეცეპტები, მაგრამ ხვდებით, ალბათ, რომ მათ, ძირითადად, პროფილაქტიკური ეფექტი აქვთ. ამ მცენარეებს და მათგან მიღებულ სუბსტანციებს მე ვიყენებ ჩემს პრეპარატებში – „გულის ელექსირში“, „გრიპისში“ და „მამოსილში“. უბრალოდ, ისინი უკვე ჰომეოპათიური მედიცინის ტექნოლოგიით არის დამუშავებული და გადაყვანილია კონკრეტულ ფორმულაში. რაც მთავარია, სამივე პრეპარატი უძველესი კოლხური მედიცინის საფუძვლებს ეყრდნობა, ჩემ მიერ 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად შესწავლილსა და დამუშავებულს.

რეცენზია