მიმოხილვა

ნოემბერი 5, 2015

ინფარქტი, ინსულტი “გულის ელექსირით” მარცხდება

mcvane-geნებისმიერი სამკურნალო წამლის სააფთიაქო ქსელებში დამკვიდრებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნიკალური ბუნებრივი პრეპარატი “გულის ელექსირი” ის გამონაკლისია, რომელიც სულ ორი წლის წინათ გამოჩნდა ჯერ “სახალხო აფთიაქის” ქსელში, “ავერსის”, “ჯი-პი-სი”-ს, “ფარმადეპოს”, “ფარმაცენტრისა” და სხვა სააფთიაქო ქსელებში არამარტო ფართოდ გავრცელდა, არამედ თავისი მაღალეფექტურობის გამო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საგულე საშუალებად იქცა უმოკლეს დროში. თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელს გაუჩნდა მისი შეძენის სურვილი.

“გულის ელექსირთან” დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს პრეპარატის ერთ-ერთი ავტორი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ექიმი, სამედიცინო ცენტრ “ნეოკლინიკის” დირექტორი სამეცნიერო დარგში კახა საბახტარიშვილი.

– გულზე შუნტირების ოპერაცია მაქვს გაკეთებული, უკვე ორ თვეზე მეტია, ვიღებ “გულის ელექსირს”, მდგომარეობა მკვეთრად გამიუმჯობესდა, შეიძლება თუ არა, შევწყვიტო ექიმის დანიშნული ქიმიური მედიკამენტების მიღება და მხოლოდ “გულის ელექსირით” გავაგრძელო მკურნალობა?
– “გულის ელექსირი” არის ბუნებრივი სამკუნალო პრეპარატი, რომელსაც არ გააჩნია მიჩვევის ეფექტი, გვერდითი მოქმედებები და მისი მიღება შესაძლებელია დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად. თქვენს შემთხვევაში რომელიმე დანიშნული ქიმიური მედიკამენტის შეწყვეტა ან მიღების დოზის ან ინტენსივობის შემცირება უნდა გადაწყვიტოთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციით.

დღეს უამრავ სამეცნიერო კველევებზე დაყრდნობით დადასტურებულად ითვლება შემდეგი ფაქტი: იქ, სადაც ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების (“გულის ელექსირი” ამ ჯგუფს მიეკუთვნება!) და კარდიოლოგიაში აღიარებული საგულე ქიმიური მედიკამენტების კომპლექსური გამოყენება ხდება, მკურნალობის ეფექტი იზრდება მნიშვნელოვნად! სტატისტიკური მონაცემებით ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებებს მკურნალობის კურსში აუცილებლად ჩართვას მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმების 50% – ინდოეთში, 40% – დიდ ბრიტანეთში, 32% – საფრანგეთში, 25% – გერმანიაში. უფრო მეტიც: დიდი ბრიტანეთის დედოფალი და სამეფო ოჯახი მკურნალობისას ჰომეოპათიურ პრეპარატებს ანიჭებს უპირატესობას.

– მაქვს შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება თუ არა შაქრის მარეგულირებელ პრეპარატებთან ერთად “გულის ელექსირის” მიღება?
– შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა დიაბეტური ანგიოპათია, რაც გამოიხატება სისხლძარღვთა შევიწროებით (ხელ-ფეხის დაბუჟება, “ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და ა.შ.), “გულის ელექსირში” შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვთა გაფართოებას, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, თუნდაც პროფილაქტიკისთვის “გულის ელექსირი” დიდ დახმარებას გაგიწევთ.

– გული ზოგადად არ მაწუხებს, მაგრამ შევამჩნიე მიწევს წნევა, ვგრძნობ მოთენთილობას, ადვილად დაღლას, აღმართზე ასვლისას ქოშინს. შეიძლება თუ არა, პროფილაქტიკის მიზნით “გულის ელექსირი” მივიღო?
– სიცხეში განსაკუთრებით მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. იზრდება ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი.

“გულის ელექსირი” ნატურალური, ბუნებრივი კომპონენტებისაგან შემდგარი გულის სამკუნალო და პროფილაქტიკური წამლების ჯგუფს მიეკუთვნება. “გულის ელექსირი” აფართოებს გულის მკვებავ სისხლძარღვებს, არის სპაზმის მომხსნელი, გულის კუნთის მკვებავი და არითმიის საწინააღმდეგო, წნევის მარეგულირებელი (ე.ი. არა აქვს შეზღუდვა: შეიძლება გამოყენება, როგორც დაბალი. ისე მაღალი წნევის დროსაც!). “გულის ელექსირის” შემადგენლობაში შედის ისეთი ნატურალური კომპონენტებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვიული სისტემის რელაქსაციას. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინფარქტის, ინსულტის თავიდან ასაცილებლად სასურველია, “გულის ელექსირი” ჯანმრთელმა ადამიანმაც პროფილაქტიკის მიზნით მიიღოს დღეში ერთხელ!

– მაქვს ჩიყვი, ამასთან ერთად ვუჩიოდი გულის პრობლემებს. ერთი წელია, ვიღებ “გულის ელექსირს”, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ანალიზებმა აჩვენა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მაჩვენებლები საგრძნობლად გამიუმჯობესდა, რაც ვერ ამიხსნია.
– აქ გასაკვირი არაფერია, “გულის ელექსირის” შემადგენლობაში შედის ორი ისეთი კომპონენტი, რომელსაც საკმაოდ წარმატებით ვიყენებთ ჩვენს სამედიცინო ცენტრში ჩიყვის სამკუნალოდ. საერთოდ, ჩიყვის მკურნალობა ჰომეოპათიით მაღალეფექტურია!

– რამდენი ხნის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ “გულის ელექსირი”?
– პრეპარატს მიჩვევის ეფექტი არ გააჩნია. მისი მიღება შესაძლებელია წლების განმავლობაში. მაგალითად, ყველასათვის საყვარელი ტელედიქტორი, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი დავით სოკოლოვი თითქმის 10 წელია “გულის ელექსირს” იღებს ხანმოკლე შესვენებებით და 81 წლის ადამიანი კვლავ მისთვის ჩვეულ ფორმაშია, მხნე და ჯანმრთელი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “გულის ელექსირის” გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ, ექიმის დანიშნულების გარეშეც. თავსებადია ნებისმიერ ქიმიურ მედიკამენტთან. 1 ფლაკონის (წვეთები) ღირებულება 16 ლარამდეა. 1 ფლაკონი ჰყოფნის 1 თვეზე ცოტა მეტ ხანს. პრეპარატი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ფასის გაზრდა არ იგეგმება!

რეცენზია