მიმოხილვა

სექტემბერი 12, 2016

ჯანმრთელობის რეცეპტი ტიბეტელი ბერებისგან

ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი და მძიმე ავადმყოფობების თავიდან ასაცილებელი ტიბეტური რეცეპტი

უნიკალური ტიბეტური რეცეპტი 1971 წელს ტიბეტურ მონასტერში, თიხის ფირფიტებზე აღმოაჩინა იუნესკოს ექსპედიციამ. ეს ნაწერი ჩვენს ერამდე 4-5 ათასი წლის წინ არის შედგენილი. რეცეპტი თავისი სიმარტივისა და ეფექტურობის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მრავალ ქვეყანაში გაავრცელა, თუმცა საქართველოში ცოტამ თუ იცის მის ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და მძიმე ავადმყოფობების თავიდან ასაცილებელ უნიკალურ ტიბეტურ რეცეპტს ქართველი მეცნიერი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი გვიზიარებს.

ტიბეტური რეცეპტით წამლის მომზადება
გულდასმით გავრეცხოთ და გავწმინდოთ 350 გრ. ნიორი.
დავჭრათ წვრილად და დავსრისოთ ჭურჭელში ხის ან ფაიფურის კოვზით.
ავიღოთ 200 გრ. მასა (უმჯობესია, ქვემო ფენიდან, სადაც ბევრი წვენია), მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, დავასხათ 200 გრ. 96%-იანი სპირტი და მჭიდროდ დავახუროთ თავსახური.
გავაჩეროთ ბნელ და გრილ ადგილას 10 დღის განმავლობაში.
შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გავფილტროთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში ან მკვრივ ქსოვილში, გავწუროთ და მინის სუფთა ჭურჭლით კვლავ მოვათავსოთ ბნელ და გრილ ადგილას, 2-3 დღით.

მიღების წესები
ნაყენი უნდა მივიღოთ ცივ რძესთან ერთად (50 გრ. რძე ერთ მიღებაზე), ჭამამდე 20 წუთით ადრე, შემდეგი სქემით:
პირველი დღე: საუზმემდე – 2 წვეთი, სადილამდე – 2 წვეთი, ვახშმამდე – 3 წვეთი;
მეორე დღე: საუზმემდე – 4 წვეთი, სადილამდე – 5 წვეთი, ვახშმამდე – 6 წვეთი;
მესამე დღე: საუზმემდე – 7 წვეთი, სადილამდე – 8 წვეთი, ვახშმამდე – 9 წვეთი;
მეოთხე დღე: საუზმემდე – 10 წვეთი, სადილამდე – 11 წვეთი, ვახშმამდე – 12 წვეთი;
მეხუთე დღე: საუზმემდე – 13 წვეთი, სადილამდე – 14 წვეთი, ვახშმამდე – 15 წვეთი;
მეექვსე დღე: საუზმემდე – 15 წვეთი, სადილამდე – 14 წვეთი, ვახშმამდე – 13 წვეთი;
მეშვიდე დღე: საუზმემდე – 12 წვეთი, სადილამდე – 11 წვეთი, ვახშმამდე – 10 წვეთი;
მერვე დღე: საუზმემდე – 9 წვეთი, სადილამდე – 8 წვეთი, ვახშმამდე – 7 წვეთი;
მეცხრე დღე: საუზმემდე – 6 წვეთი, სადილამდე – 5 წვეთი, ვახშმამდე – 4 წვეთი;
მეათე დღე: საუზმემდე – 3 წვეთი, სადილამდე – 2 წვეთი, ვახშმამდე 1 წვეთი;
მეთერთმეტე დღე: საუზმემდე – 25 წვეთი, სადილამდე – 25 წვეთი, ვახშმამდე – 25 წვეთი.
მეთერთმეტე დღიდან მივიღოთ 25-25 წვეთი რძესთან ერთად, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
წამლის მიღება გავაგრძელოთ მანამ, სანამ მთელი ნაყენი არ დამთავრდება.
განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ.

– ბატონო კახა, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე აღნიშნული წამალი?
– ეს წამალი მკვეთრად აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ხდება ელასტიკური და ისპობა გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლისა და სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების წარმოშობის რისკი. გარდა ამისა, უმჯობესდება მხედველობა და ახალგაზრდავდება ორგანიზმი.

რეცენზია