მიმოხილვა

ოქტომბერი 24, 2015

მამოსილი

უნიკალურმა ონკოსაპროფილაქტიკო და კიბოსწინარე დაავადებების: მასტოპათიების, საშვილოსნოს ფიბრომის, კისტების სამკურნალო წამალმა “მამოსილმა”, რომელიც ახლახან გამოჩნდა სააფთიაქო სისტემაში, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტატისტიკით ყოველი გამოკვლეული 10 ქალიდან 8-ს მასტოპათია უდგინდება. ამ 8-დან 4-ში ძალზე მაღალია მკერდის კიბოს განვითარების რისკი, ხოლო ამ 4-დან 1-ს კიბოს დიაგნოზი ესმება. მასტოპათია აწუხებს 30-დან 50 წლამდე ქალების 50-60 პროცენტს. ექიმმა, მეცნიერმა ძველი ქართული მედიცინის მკვლევარმა კახა საბახტარიშვილმა 15 წელი მოანდომა ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტური სამკურნალო წამლის შექმნას და “მამოსილი”, მისი “გულის ელექსირის” მსგავსად, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია!

– ბატონო კახა, რამდენად საშიშია მკერდში გამკვრივებების, სხვადასხვა ზომის მასტოპათიური კვანძების არსებობა?
– თქვენ თვითონ განსაზღვრეთ: მასტოპათიის ფონზე სარძევე ჯირკვლის კიბო 11-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება. ასევე, ძალზე საშიშია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები – ფიბრომიომები. მკურნალობის ჰორმონალური საშუალებები და იოდშემცველი ქიმიური პრეპარატები დიდი სიფრთხილითაა გამოსაყენებელი.
ჩემს მიზანი იყო, შემექმნა ისეთი სამკურნალო წამალი, რომელიც:
1) მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული და მინერალური კომპონენტებისგან იქნებოდა შემდგარი და აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფრთხო, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
2) ეს კომპონენტები ყოფილიყო საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი და აპრობირებული როგორც უძველეს ქართულ მედიცინაში, ასევე ჰომეოპათიური მედიცინის 300-წლოვანი გამოცდილების საფუძველზე.
3) შესაძლებელი ყოფილიყო ეს სამკურნალო წამალი პროფილაქტიკის მიზნით მიეღო ჯანმრთელ ქალსაც, მომავალი მასტოპათიების, ფიბრომების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ონკოსაპროფილაქტიკოდ.
ძველი ქართული მედიცინის ლამის 30-წლიანმა კვლევამ, ჰომეოპათიური მედიცინის საკითხების ღრმად გაანალიზებამ და უნიკალური ანტისიმსივნური და იმუნომოდულატორული პრეპარატის “კატრექსის” ლაბორატორიაში ექიმად მუშაობის გამოცდილებამ მომცა საშუალება, ყველა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრილიყო და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია გაევლო “მამოსილს”, როგორც ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიების, ფიბრომიომების, ადნექსიტების სამკურნალო ბუნებრივ წამალს, რომლის გამოყენებაც ნებადართულია ექიმის დანიშნულების გარეშეც!
– რა ფარმაკოლოგიური თვისებები აქვს “მამოსილს”?
– ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ჰორმონების ცვლის მარეგულირებელი.
– როგორია მისი მიღების წესი?
– 5-7 გრანულა ენის ქვეშ 2-3-ჯერ დღეში. ყოველი თვის ბოლოს 1 კვირით შესვენებით. “მამოსილი” შეუცვლელია მათთვისაც, ვინც ფიბრომის, მასტოპათიის, მკერდის სიმსივნის ოპერაცია გადაიტანა.
– როგორია მისი პროფილაქტიკური მიღების წესი?
– მრავალ ქალს მკერდში არავითარი კვანძი, გამკვრივება არ აღენიშნება, მაგრამ ციკლის წინ უმკვრივდებათ სარძევე ჯირკვლები. ზოგიერთს კი ციკლის წინ ან მის განმავლობაში აღენიშნება მკერდის ტკივილი.
მასტალგია. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩემი კოლეგა მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ოფიციალურ მედიცინას ამის სამკურნალო პრეპარატი პრაქტიკულად არ გააჩნია. არადა სწორედ ეს მოვლენებია მასტოპათიის დაწყების წინაპირობა. მაინცდამაინც უნდა დაველოდოთ, რომ მასტოპათია ჩამოყალიბდეს და შემდეგ ვიზრუნოთ მის ქირურგიულ თუ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე? სწორედ ასეთ შემთხვევაში გაგიწევთ დიდ დახმარებას “მამოსილი”. მიღებული დღეში თუნდაც 1-ჯერ, 5-7 გრანულის რაოდენობით.
– სად შეიძლება “მამოსილის” შეძენა?
– “მამოსილი” ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და “სახალხო აფთიაქის” ქსელშია. შემდგომ ყველა სხვა სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ მისი შეძენა. 1 ფლაკონის ღირებულება 16 ლარამდეა, ყოფნის 1 თვეზე მეტი.

რეცენზია