მიმოხილვა

სექტემბერი 12, 2016

ქათმის ნაღველი ადამიანის ნაღვლის ბუშტში კენჭებს შლის!

ნაღვლის ბუშტში კენჭები ბევრ ადამიანს აწუხებს, უმრავლესობა იმასაც ჩივის, რომ ოპერაცია გაიკეთეს, ნაღვლის ბუშტი მოიცილეს, მაგრამ საჭმლის მონელების პრობლემები მაინც აქვთ…

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქართველი მეცნიერი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი ნაღვლის ბუშტის კენჭებისგან გასათავისუფლებლად ქათმის ნაღვლის წვენის გამოყენების მეთოდზე გვესაუბრება:

რა არის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობის მიზეზი?
ოფიციალური მედიცინა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობის მიზეზზე დუმს, ხოლო ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ არ უნდა გავეკაროთ ცხარეს, მარილიანს, შემწვარს და ა.შ. არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ბევრი ადამიანი ყველა ამ ზემოჩამოთვლილ საკვებს ღრმა სიბერემდე მიირთმევს, მაგრამ არაფერი აწუხებს. ზოგი კი საერთოდ არ ეკარება და უცებ ეუბნებიან, რომ ნაღვლის ბუშტი გადავსებული აქვს კენჭებით. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტს ოპერაციას უნიშნავენ და ნაღვლის ბუშტს თავის კენჭებით აცილებენ, რაც ახლა უკვე სხვა პრობლემების მიზეზი ხდება – მოუნელებლობა, მუცლის არეში ტკივილები, მკაცრი დიეტა და ა.შ. არადა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობის მიზეზი მარტივია – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დამაკავშირებელი პილორუსის სარქვლის ნაკლოვანება.
ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე წვენები გადაისროლება კუჭში, შედის ნეიტრალიზაციის რეაქციაში კუჭის მჟავე წვენთან და მიდის შემდეგი პროცესი: ტუტე+მჟავა=მარილი+წყალი+გაზები. ამგვარად წარმოიქმნება უხსნადი მარილები, რომლებიც კუჭიდან ხვდება ნაწლავებში, ნაწლავებიდან კი კარის ვენის მეშვეობით ღვიძლში, ხოლო შემდგომ ნაღვლის ბუშტში გადაისროლება. ამ დრო ხდება ოდის სფინქტერის მტკივნეული სპაზმი, რომელიც ღვიძლში ნაღვლის შეგუბებას იწვევს, ხოლო პანკრეასში – პანკრეასის წვენის შეგუბებას. ყოველივე ამის შედეგად ვითარდება ქოლეცისტო-პანკრეატიტი, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას და შესაძლოა, შედეგად ჰიპერტონიული კრიზის განვითარება. აი, ამიტომაც ვერ მოხერხდება კუჭის აღდგენის გარეშე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენა, ხოლო ნაღვლის ბუშტის მოცილება პრობლემას ვერ გადაჭრის – ქვები წარმოიქმნება და დაგროვდება ღვიძლში, თირკმლებში და შესაძლებელია, გულის სარქველებშიც კი წარმოიქმნას.
სხვათა შორის, ძალზე ხშირად ექოსკოპია ცრუ სურათს იძლევა, თითქოს ნაღვლის ბუშტში უხსნადი ქვებია და პაციენტს ნაღვლის მოშორებას ურჩევენ, არადა უფრო ზუსტ სურათს იძლევა რენტგენის გადაღება, მაგრამ რატომღაც რენტგენის გამოყენებას ამ მიზნისთვის დღესდღეობით არაპოპულარულ მეთოდად მიიჩნევენ.

როგორია ქათმის ნაღვლით კენჭების დაშლის მკურნალობის მეთოდიკა?
საჭიროა 10-15 ცალი ქათმის ნაღვლის ბუშტი (საგანგებოდ უნდა შეარჩიოთ ისეთი დედალი, რომელიც კვერცხებს დებს).
ერთი დედლის ნაღვლის ბუშტის შიგთავსი მოაგროვეთ ერთჯერად შპრიცში და მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ ახალი პურის გულისგან მოზილეთ ლობიოს მარცვლის ზომის პატარა ბურთულები და შუაში პატარა ჩაღრმავება გაუკეთეთ. ყოველ ბურთულაში ჩააწვეთეთ ორი წვეთი ნაღველი, ბურთულა დახურეთ და დაუღეჭავად ჩაყლაპეთ.
ერთი დღის მაქსიმალური დოზაა 40 წვეთი ნაღველი, ანუ 20 ბურთულა.
პირველი 10 ბურთულა უნდა მიიღოთ ჭამიდან საათ-ნახევრის შემდეგ – შუადღის 15:00 საათს არ გადააცილოთ; მეორე 10 ბურთულის მიღება კი სასურველია 17:00-17:30 საათის შუალედში, როდესაც ღვიძლი ყველაზე მეტად აქტიურია.
ქათმის ნაღვლით მკურნალობის კურსი 10-15 დღე უნდა გაგრძელდეს.

აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც მკურნალობის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ
ქათმის ნაღვლის მიღების პერიოდში, 1 კვირიდან 2-3 კვირამდე ადამიანმა უნდა მიიღოს, ძირითადად, ტუტე რეაქციის მქონე საკვები. ამ სახის პროდუქტებით კვება უნდა გაგრძელდეს კენჭების დაშლიდან 1-2 კვირის განმავლობაშიც.
ტუტე რეაქციის პროდუქტების მიღება საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნაღვლის სტიმულირება.
ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტებია:
ბოსტნეულის სუპები, ბორშჩი (ხორცის გარეშე), ფაფები, ბოსტნეული (ცოცხალი და მოთუშული სახით).
კარგია საღამოობით ახალი ბოსტნეულის სალათების მიღება, რომლებიც შეკმაზული იქნება მცირე რაოდენობით არარაფინირებული მზესუმზირის ზეთით. კარგი იქნება, თუ მკურნალობის პერიოდში თავს შეიკავებთ თევზისა და ხორცის მიღებისგან, ან მათ მხოლოდ დილით, უზმოზე მიიღებთ.
ასევე, დღის პირველ ნახევარშივე შეგიძლიათ, მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები – კეფირი და მაწონი.

გახსოვდეთ! ქათმის ნაღველი ძალზე აგრესიული პროდუქტია, რომელსაც შეუძლია, შეჭამოს საყლაპავისა და კუჭის კედლები, ამიტომ აუცილებელია მისი პირდაპირ თორმეტგოჯა ნაწლავში მოხვედრა, სადაც ის გამოავლენს კენჭების გამხსნელ მოქმედებას. სწორედ ამიტომაც ნაღვლის შემცველი პურის ბურთულები დაუღეჭავად უნდა ჩაყლაპოთ, რათა შეფუთვის მთლიანობა არ დაირღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება და ქათმის ნაღველმა შეიძლება, საყლაპავიც კი დააზიანოს!

შეგიძლიათ, შეიძინოთ რომელიმე დაბალფასიანი მედიკამენტი, რომელიც კაფსულების სახით გამოდის, გახსნათ ეს კაფსულა, შიგთავსი გადაყაროთ, კაფსულაში კი ქათმის ნაღვლის ორი წვეთი ჩააწვეთოთ და ისე მიიღოთ. პურის ბურთულებზე უფრო მოსახერხებელი ასეთი კაფსულების გამოყენება იქნება.

ქათმის ნაღვლის სამკურნალო ეფექტის დასაბუთება
ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, რომ ქათმები პერიოდულად პატარა ქვებს კენკავენ. ადრე ეგონათ, ამას ქათმები კუჭში მოხვედრილი საჭმლის დასაქუცმაცებლად აკეთებდნენ, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ქათმები კენჭებს არა საჭმლის გადასამუშავებლად იყენებდნენ, არამედ მათი მასალისგან კვერცხის ნაჭუჭის ფორმირებას ახდენენ, ხოლო თავად კენჭებს კი ქათმის ნაღველი შლის.
რადგან ქათმის ნაღველს ასეთი თვისებები აღმოაჩნდა, დაიბადა იდეა – რატომ არ შეიძლება, ის ადამიანის ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ქვების დასაშლელად გამოვიყენოთ?!
ამ მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებამ აჩვენა, რომ ქათმის ნაღველი მართლაც შესანიშნავად წმენდს ადამიანის სანაღვლე გზებს, შლის მარილებს (პრაქტიკულად ყველა ორგანოში და ადამიანის ორგანიზმის ყველა ნაწილში) და ნაღვლის ბუშტს კენჭებისგან ათავისუფლებს.

რეცენზია