მიმოხილვა

სექტემბერი 11, 2016

როგორ ვიკვებოთ სწორად და ჯანსაღად

“ვეგეტარიანული, შერჩევითი და სისხლის ჯგუფების მიხედვით დაწესებული კვება ორგანიზმს ანგრევს”, – აცხადებს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი კახა საბახტარიშვილი, რომელიც დღეს კვების თემაზე გვესაუბრება.

სწორი კვება და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის
XX საუკუნის 80-იან წლებში მილიონობით ტირაჟით გამოიცა პოლ ბრეგის, ჰელბერტ შელტონისა და სხვა მეცნიერების სპეციალური წიგნები, სადაც მოთხრობილი იყო “შიმშილობის სასწაულისა” თუ ხილის წვენებით კვების :გასაოცარი” შედეგების შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ზემოხსენებული ავტორების მიერ გამოთქმული ზოგიერთი რაციონალური მოსაზრების მიუხედავად, პოლ ბრეგისა და ჰელბერტ შელტონის თეორიები წმინდა წყლის აბსურდია.
ვეგეტარიანული, შერჩევითი და სისხლის ჯგუფების მიხედვით დაწესებული კვება ვერავითარ შედეგს ვერ იძლევა და პირიქით, ორგანიზმს ანგრევს. იაპონიაში არსებობს ცნობილი გამოთქმა – „დილით დანაყრდით კარგად, შუადღისას საკვები გაუნაწილეთ მეგობარს, ხოლო ღამით მიართვით მტერს“.

ჰომეოპათია და სწორი კვება
ჰომეოპათია ეფუძნება უნიკალურ პრინციპს – “მსგავსი იკურნება მსგავსით”. ეს პრინციპი ჯერ კიდევ 300 წლის წინათ აღმოაჩინა ჰანემანმა.
რატომ არის რომ ადამიანის მეხსიერების გასაუმჯობესებლად კაკალი საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული? იმიტომ, რომ კაკლის ლებნები ერთიერთზე იმეორებს თავის ტვინის ჰემისფეროს ფორმას.
იგივე შეიძლება ითქვას სტაფილოს შესახებ, რომელიც მხედველობის გასაუმჯობესებლად უნიკალური მცენარეული საშუალებაა. თუ სტაფილოს გავჭრით, აღმოვაჩენთ, რომ მისი გული ძალიან ჰგავს თვალის ბადურის გარსს. ლობიო არაჩვეულებრივია თირკმლისთვის, რადგან ლობიო ერთიერთზე იმეორებს თირკმლის ფორმას.
შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ვისაც ღვიძლი აწუხებს, მან უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ფრინველის ან ცხოველის მოხარშული ღვიძლი და ა.შ.
ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე პაციენტებს სწორედ ამ პრინციპით ვმკურნალობ და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

როდის სჯობს ჭამა?
თითქმის ყველა დაავადების თავი და თავი კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია „იმიანის“ პრინციპით. ეს ორი ორგანო ერთმანეთს ავსებს და ერთიმეორის გარეშე არ არსებობს.
დილიდან 16:00 საათამდე, როგორც წესი, აქტიურია კუჭი, რომლის საქმეც გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ხორცეულის გადამუშავება. 16:00 საათის შემდეგ კი აქტიურდება თორმეტგოჯა ნაწლავი, რომელიც მცენარეული პროდუქტების მომნელებელი ორგანოა.
როდესაც ადამიანი არ იღებს ხორცს, მისი ცილა ვერ ყალიბდება, ანუ მას არ აქვს სრულფასოვანი ცილა. არადა ადამიანის ორგანიზმი სხვა არაფერია, თუ არა ცილა, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ამინომჟავებისგან.
ამინომჟავების სამი კატეგორია არსებობს: ერთ ნაწილს ორგანიზმი თავად ქმნის, ნაწილი ცხოველური საკვების პროდუქტია, ხოლო ნაწილი – მცენარეულის. ვეგეტარიანული თეორიის მიხედვით, ადამიანი მხოლოდ მცენარეული საკვების მჭამელი არსებაა, რაც აბსურდია, რადგან ხორცი და ხორცის პროდუქტები ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

რეცენზია