შეკვეთის პირობები

ზოგადი დებულებანი

  • ეს არის შეთანხმება კომპანიასა და ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ამ შეთანხმებაში მოცემული პირობების შესაბამისად კომპანია აწვდის მომხმარებელს ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებულ იმ პროდუქციას, რომელსაც შეუკვეთავს მომხმარებელი.
  • ამ შეთანხმებაზე დასტურით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას ამშეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, (ვებგვერდი) ვალდებულია საკუთრებაში გადასცეს პროდუქცია მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს შეკვეთის ფასი და მიიღოს ეს პროდუქცია.
  • პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე, შესაძლოა ზოგჯერ გამოყენებულ იქნას ძირითად პირობებთან შესაბამისობაში მყოფი დამატებითი პირობები, რომელიც შეესაბამება იმ კონკრეტულ პროდუქციას(მომსახურებას).
  • ამ შეთანხმებაზე დასტურით, თქვენ თანახმა ხართ, რომ კომპანიას თქვენთან ჰქონდეს კომუნიკაცია ელექტრონული ფორმით. (ელექტრონულ კომუნიკაციაში იგულისხმება, რომ თქვენ იყენებთ ვებგვერდის მომსახურებას, გვიგზავნით იმეილებს SMS-ებს).

კონფიდენციალურობა

  • ონლაინ მაღაზია არის გარანტი დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე ან გადასცეს მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს.

საავტორო უფლებები

  • ყველა მასალა, რაც განთავსებულია ვებგვერდზე, როგორებიცაა ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები, სურათები, აუდიო მასალა, არის ვეგვერდის ან მისი შემქმნელების საკუთრება და დაცულია შესაბამისი კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ.

ფასები და ანგარიშსწორების პირობები

  • შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, გადაზიდვისდა საბანკო მომსახურების საფასურს. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს საბანკო მომსახურების საფასურის მიღებას უშუალოდ მომხმარებლისგან.
  • კომპანია იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს შემოსული შეკვეთების შესრულებაზ ე მომხმარებლისათვის ყოველგვარი ახსნა–განმარტების მიცემისგარეშე, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის განთავსების შემდეგ.
  • კომპანია იტოვებს ფასის ცვლილების უფლებას. ფასის ცვლილება არ შეეხება იმპროდუქციას, რომელზეც კომპანიას უკვე მიღებული აქვს შეკვეთა.
  • მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.

შეკვეთისა და მიწოდების პირობები

  • კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს შეფუთვის ფორმა.
  • პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ვებ-გვერდზე მითითებულ ვადებში
  • შეკვეთის განთავსების შემდგომ კომპანია უკავშირდება მომხმარებელს დააცნობებს პროდუქციის მიწოდების კონკრეტულ დროსა და ადგილს.
  • პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდზე პროდუქციის შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.
  • მომხმარებელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებს მიღება-ჩაბარების დოკუმენტში ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად დაუნაკლოდ მიღებას.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მხოლოდ იმ პროდუქციის არ მიღებაზე, რომელიც არ შედიოდა შეკვეთაში ან/და მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
  • თუ მომხმარებელი პროდუქციას ჩაიბარებს შემოწმების გარეშე და არწამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მომხმარებელმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით. მომხმარებლის მიერ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მისი პრეტენზიები აღარ მიიღება.
  • არასრულად ან დაზიანებული პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებლის ბარათის ანგარიშზე გაყინული თანხიდან ჩამოიჭრება მხოლოდ სრულყოფილად მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, არასრულად მიწოდებული პროდუქციის ღირებულება დაუბრუნდება.
  • მიწოდების დრო თბილისი 48 საათი, რეგიონები 72 საათი.

შპს ბე&რო
შარტავას 2/ა
თბილისი
საფოსტო ინდექსი 0160
ტელ.: +995555707058