მიმოხილვა

სექტემბერი 11, 2016

სისხლძარღვების გაწმენდა – ჰომეოპათის რჩევები

ცნობილი მკვლევარი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი სისხლძარღვების გაწმენდის მეთოდს გვიმხელს, რომლითაც ადამიანს შეუძლია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის, სკლეროზის, სიმსუქნისკენ მიდრეკილების, სქესობრივი პოტენციის დაქვეითებისა და კიბოს აცილებაც კი.

– რატომ არის აუცილებელი სისხლძარღვების გაწმენდა?
– ოფიციალური მედიცინა ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის 40 ჯირკვლის არსებობას აღიარებს, იოგა – 400 ჯირკვლისა, ხოლო ხალხური მედიცინა – უფრო მეტისას. ჯირკვლების ძირითადი ფუნქციაა, გამოყოს სისხლში ჰორმონები, რომლებიც ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებას არეგულირებს. გარდა ამისა, ჯირკვლები გამოყოფს ანტისხეულებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებას ებრძვის. მაშინ, როდესაც „პრაქტიკულად ჯანმრთელი“ ადამიანის სისხლძარღვების კედლები მათთან ერთად ჯირკვლების სადინარებიც კი გაგლესილია ათასგვარი ნადებითა და შლაკით, ცხადია, სისხლში ჰორმონებისა და ანტისხეულების გამოყოფა შემცირებულია და დაავადების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიც დაქვეითებულია. ამის გამო გულის კუნთის ინფარქტისა და თავის ტვინში სისხლჩაქცევების შესაძლებლობა იზრდება.

– რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება სისხლძარღვების გაწმენდით?
– სისხლძარღვების გაწმენდით მკვეთრად უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლა, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიკური ხდება. ყოველივე ამის შემდეგ კი ისპობა გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლისა და სხვადასხვა სიმსივნურ დაავადების გაჩენის შესაძლებლობა. სისხლძარღვების გაწმენდა, ასევე, ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას, სქესობრივი პოტენციის ამაღლებას, ორგანიზმის გაახალგაზრდავებას, მხედველობის გაუმჯობესებას და სხვა.

– როგორ უნდა გავიწმინდოთ სისხლძარღვები?
– სისხლძარღვების გასაწმენდად უებარი საშუალებაა ნივრისა და ლიმონის წვენის ნარევი, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ:
350 გრ. ნიორი დავნაყოთ, შევურიოთ 24 ცალი ლიმონისგან გამოწურული წვენი და 24 დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას გავაჩეროთ.
მიღების წინ ნაყენი უნდა შევანჯღრიოთ და 1 ჩ.კ. ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გავხსნათ. ნაყენი უნდა მივიღოთ ძილის წინ.

რეცენზია